პრეზიდენტმა ალეკო ელისაშვილს პირადი დაცვით სარგებლობა შესთავაზა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალეკო ელისაშვილს პირადი დაცვით სარგებლობა შესთავაზა.
ინფორმაცია „ნიუპოსტს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ელისაშვილი იხსენებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მასზე მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ.
მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები მას ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. ელისაშვილის განცხადებ ის საფუძველზე პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით.
http://newposts.ge/