პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტში ბევრი დადებითი პუნქტია, თუმცა მას გარკვეული ცვლილება სჭირდება.
“პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. მისი გაძლიერება და გაჯანსღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მასში ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუმცა ამავე დროს ეს პაკეტი შეიცავს ნორმებს, რომელიც ეწინაღმდეგება მიუკერძოებლობას და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. აქედან გამომდინარე, მე ვთავაზობ პარალემენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნვლყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევს წესს და აუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც თანმობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ამ შენიშვნების გათვალისიწნინებით მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონდმებლობას”,- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნები კვლავ პარლამენტს გადაუგზავნა.