,,პრეზიდენტს თუ სურს ჩერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს“

საკონსტიტუციო ცვლილებების მასშტაბურ განხილვაში, რომელიც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება, არ დაესწრება საპარლამენტო უმრავლესობა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, უმრვალესობის წევრები პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრებიან, რადგან პარლამენტში, სესიაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტებია განსახილველი.

“უმრავლესობის წევრები ვერ გავაცდენთ სესიას. დღეს მნიშვნელოვანი კანონპროექტები განიხილება. რაც შეეხება პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საკონსტიტუკიო კომისიის კარი დღესაც ღიაა და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც ერთი ოფიციალური მოთხოვნა და წერილი პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე არ ყოფილა გაკეთებული, რომ პრეზიდენტს სურს ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში . თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი ჩაერთოს კომისიის მუშაობაში, კარი ღიაა და შეუძლია გამოხატოს ეს სურვილი – მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძეს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მასშტაბური განხილვა დღეს 15:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.

ნიუპოსტი

Comments
Loading...