პროკურატურა ,,იმედის” დირექტორს დაკითხავს – რამიშვილი ჩვენებას აძლევს

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი მთავარ პროკურატურაშუ მეუღლესთან ერთად მივიდა. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე რამიშვილმა აღნიშნა, რომ გამომძიებლები დღეს, ,,იმედის” დირექტორს გიორგი ბახტაძეს და მსახიობ თათია სამხარაძესაც დაკითხავენ. რამიშვილი სამხარაძის ბრალდებებს ბოდვას უწოდებს და გიორგი ბახტაძისგან ,,იმედიდან” მისი გათავისუფლების მიზეზების ახსნას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

ცნობისთვის საგამოძიებო უწყებას ჟურნალისტმა თავად მიმართა და ტელეკომპანია “იმედიდან” მისი გათავისუფლების მიზეზების დადგენა მოითხოვა. მანამდე კი პრესკონფერენცია გამართა “იმედის” ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარძემ, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობაზეც ისაუბრა.

Comments
Loading...