პროკურატურა: ტყუილია, მამა გიორგი მამალაძე საპატრიარქოში არ გადაგვყავს

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა უახლოეს პერიოდში საქართველოს საპატრიარქოში გადაიყვანონ ტყუილია, – ამის შესახებ “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს “ციანიდის საქმეში” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე “ჩაფიძის გულის ცენტრიდან” “ავერსის კლინიკაში” გადაიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ მამა გიორგი მამალაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გონების დაკარგვის დიაგნოზი “ჩაფიძის გულის ცენტრში” გადაიყვანეს.

 

ipress.ge

Comments
Loading...