პროურატურა – ელისაშვილის ტელეფონში მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი სმს-ები არ აღმოჩნდა

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში იმ მაღალჩინოსნების მესიჯები არ აღმოჩნდა, რომლებსაც ის ასახელებს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.

“ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების სმს-ები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი სმს-ები არ აღმოჩნდა “, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კაციტაძის თქმით, ე.წ. შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 30-მდე მოწმე დაიკითხა.

Comments
Loading...