პუტინი: რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვფიქრობთ, რომ მზად ვართ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი.
რუსეთი მიიღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც ერთად გადაწყვეტენ საქართველო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. საქართველოს დაშლაში ისტორიული ბრალი მიუძღვის ამ ქვეყნის ყოფილ ავანტიურისტულ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას მართავს. პრესკონფერენციაზე 1390 ჟურნალისტია დარეგისტრირებული.