ვლადიმერ პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის, არამედ რამდენიმე მიმართულებით ჩვენი და ზოგადად, საერთაშორისო წესრიგის მტერიცაა, – ამის შესახებ გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ წამყვან კანდიდატებს შორის იყო დასახელებული.
„ტრამპის მიერ შერჩეული ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები გარკვევით თანხმდებიან იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის, არამედ რამდენიმე მიმართულებით ჩვენი მტერია და ზოგადად, საერთაშორისო წესრიგის მტერიცაა, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე – ყირიმში და დონბასში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში; აშენებს ავიაბაზას ბელორუსში; 1500 ჯარისკაცი ყავს მოლდოვაში. რუსეთის პერიფერიებს რომ გადავხედოთ, დავინახავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელახალი აშენების მცდელობას, რისთვისაც ის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსაც იყენებს“ – ამბობს დევიდ პეტრეუსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას.
წყარო: EPN.GE