აშშ-ის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ჯეიმს მატისის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიზანია ნატოს დაშლა. ამის შესახებ მატისმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში პირველად მოუსმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ჯონ მაკკეინის შეკითხვას, რას ფიქრობს რუსეთის მოქმედებებზე, მატისმა უპასუხა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს: პუტინი ცდილობს ალიანსის დაშლასო. სამხედრო ინტერვენციების დროს.