„ქალბატონო ელენე, თქვენი კონცეფცია დაწვით და გადააგდეთ“ – ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ირწმუნება, რომ სანამ ქვეყნის იურისდიქცია არ აღდება, მანამდე დევნილთა სტატუსის გაუქმება არ მოხდება.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ზოიძემ აღნიშნა, დევნილებს არც ერთი თეთრი არ დააკლდებათ, პირიქით, ისინი მეტს მიიღებენ.

რაც შეეხება დევნილების შესახებ მომზადებულ კონცეფციას, ზოიძე აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტის არსებობა მთავრობის მხრიდან არ დასტურდება.

“ქალბატონო ელენე, თქვენი კონცეფცია დაწვით და გადააგდეთ”, – მიმართა ზოიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე იძულებით გადაადგილებული პირების უკმაყოფილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას გამოსვლამ გამოიწვია. ლტოლვილების განცხადებით, ვახტანგ ყოლბაია რეალობას არის მოწყვეტილი.

კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ.

Comments
Loading...