ქალების ჯარში სავალდებულო გაწვევის ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდა

მოქალაქე ირინა ბარბაქაძე პარლამენტს ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას სთავაზობს. მისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანომ 30 იანვარს დაარეგისტრირა.

ბარბაქაძე კანონპროექტში გენდერული თანასწორობის კანონის პრინციპებს ეყრდნობა. იგი თვლის, რომ უნდა შემოიღონ ცნება – “ჯარისქალი”.

მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევენ კაცებს, 18-დან 27 წლამდე, ქალებს – ნებაყოფილობით.

Comments
Loading...