„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ალტერნატივა არ აქვს“
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ალტერნატივა არ აქვს“- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ქანთარიას განცხადებით, ბოლო სამ წელიწადში ბევრ სფეროში დიდი მიღწევებია, თუმცა ქანთარიამ აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას აუხნას მიცემული დაპირებებიდან, რა არ გაკეთდა და რატომ. დეპუტატმა ასევე იმაზეც გააკეთა აქცენტი, რომ ხელისუფლებას აქვს ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა, საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული რა მიღწევები აქვს ხელისუფლებას, რა გაკეთდა და რის გაკეთებას აპირებს მომავალში, ქანთარია ამ პრობლემას შესაბამისი საინფორმაციო საშუალების- ტელევიზიის არქონით ხსნის, რომელიც ობიექტურად გააცნობს საზოგადოებას იმ მიღწევების შესახებ რაც აქვს ხელისუფლებას.