ქართული ენის ისტორია, წარმომავლობა, საინტერესო ფაქტები
ქართული ენა — ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მის პარალელურად, სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
ქართული ენა მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში
ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).
ისტორია
ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა
რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო – ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.
ქართული ენის განვითარების საფეხურები
ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.
ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.
წარმომავლობა
ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი “ქართველური ენის” შთამომავლად. ზემოთხსენებული ენა კი ჩვ.წ-მდე 2000 წლით თარიღდება. ძველ ენათა სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ-მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.
ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკის წამება, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით. ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს “აბო ტფილელი”. მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. მხედრული გამოდგა სხვა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. მხედრულის სრულყოფილება გამოიხატება მის შედარებით სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მხედრულს ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება გააჩნია სხვა ენებთან, უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიოშო არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი.
დიალექტები
ქართული ენა მოიცავს 17-მდე ნაცნობ დიალექტს, ისინი ძირითადად 2 ჯგუფში არიან განაწილებული, ესენია: დასავლური და აღმოსავლური. ისინი ერთმანეთისგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდებიან: მორფოლოგიურად, სინტაქსურად, ფოლოგიურად და ლექსიკონით. მიოუხედავად ასეთი განსხვავებებისა, ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე. რამოდენიმე დიალექტის ჩამოყალიბებაზე გავლენა მეზობელი ქვეყნების(აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი) ენებმა მოახდინეს. ალბათ ყველას გსმენიათ ინგილო, ესეც არის ერთ-ერთი დიალექტი რომელზეც აწ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საუბრობენ. ეს ტერიტორია მდებარეობს ალაზნის ხეობის ნაწილზე. კიდევ ერთი “დამტვრეული ქართულის” სამშობლოა კლარჯეთი- ტერიტორია შეტყაპუნებული თურქების მიერ :ukanali: . მე-3 ობიექტი უცხოურ-ქართული დიალექტისა არის ფერეიდნული ქართული. ხალხი რომელიც ამ ენაზე საუბრობს ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე. ისინი წარმოადგენენ მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული კახელების შთამომავლობას. ქართული დიალექტების ჩამოყალიბებაზე უცხოელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართველებიც “ზრუნავდნენ”. ჩვენი ქვეყნის მთიან რეგიონებში ხალხი ისეთ დონეზე ამარტივებს ქართულ ენას, რომ მათ თავიანთი დიალექტები შექმნეს.
ჩრდილოაღმოსავლეთის დაილექტები:
მოხევური
მთიულურ-გუდამაყრული
ხევსურული
ფშავური
თუშური
აღმოსავლური დიალექტები :
კახური
ინგილოური
ფერეიდნული
თიანეთური
ცენტრალური (შუა) დიალექტები :
ქართლური
ჯავახური
მესხური
სამხრეთდასავლური დიალექტები:
გურული
აჭარული
იმერხევული
ჩრდილოდასავლური დიალექტები :
იმერული
ლეჩხუმური
რაჭული
სხვა დიალექტები: ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი (აწ დაკარგული) გამოიყენებოდა ჩრდილოცენტრალური კავკასიაში ყიზლარისა და მოზდოკის რეგიონებში იმ ქართველთა შორის, რომლებიც საქართველოდან გადაიხვეწნენ ოსმალეთის ოკუპაციის დროს მე-18 საუკუნის დასაწყისში. შერეული იყო რამდენიმე ქართული დიალექტისა რუსულ ნასესხებ სიტყვებთან. მოგვიანებით ჯგუფმა რუსიფიკაცია განიცადა და დიალექტი დაიკარგა.
იუდაურ-ქართული, გრუზინული – ენა, რომელზეც ქართველი ებრაელები საუბრობდნენ. ფონეტიკურად, მორფოლოგიურად და სინტაქსურად ქართულია, ლექსიკურად ქართულ-ივრითის ნარევი.
ლიტერატურა
ჰაგიოგრაფიული ნაშრომების გარდა ქართულ კალამს შეუქმნია მრავალი შედევრი, რომელთაც აწიარება ჰპოვეს მთელ მსოფლიოში. ყველა “ხმაურიანი” გამოდგა მე-12 საუკუნის “ვეფხისტყაოსანი”. ეს პოემა აღიარებულია ევროფის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. იგი ითარგმნა მრავალ ენაზე, მაგალთად ფრანგულზე, ესპანურზე, გერმანულზე,ინგლისურზე, ივრითულზე (ებრაული), რუსულზე, იაპონურზე, ჩინურზე და ა.შ. “ვეფხისტყაოსანი” ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი ნაწარმოები, ბიბლიასთან ერთად, საქართველოს ისტორიაში 1712 წელს.
საინტერესო ფაქტები
* ქართული ენა არის მსოფლიოში 120 ადგილზე მასზე მოლაპარაკე ხალხის რაოდენობის მიხედვით (რაოდენობა ითვლება მხოლოდ ეთნიკური ქართველებით ანუ 4 მილიონამდე)
* ქართულ ენაში არ არსებობს მდედრობითი ან მამრობითი “ის”.
* ქართული ზმნა ყოველთვის გულისხმობს თავის თავში ერთ, ორ ან სამ სუბიექტს. (მაგალითად გაუგზავნის ( ის, მას, მას) ეს ერთი სიტყვა სხვა ენაში მთელ წინადადებას მოიცავს)
* 1705 წელს, მოსკოვში მეფე არჩილ 2-ის მითითეებით ნუსხური და ხუცური ანბანებით დაიბეჭდა “დავითნი”. 1712 წელს, კი ვახტანგ 6-ის მიერ დაარსებულ სტამბაში, როგორც უკვე ვთქვი, დაიბეჭდა “ვეფხისტყაოსანი”, “ბიბლია” და “ახალი აღთქმა”.