ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დღეს, აბიტურიენტების 97% გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ 21-ვე საგამოცდო ცენტრში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 9300-მდე აბიტურიენტიდან გამოცდაზე 97% გამოცხადდა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

Comments
Loading...