ქართული „გაზკო+“ „გაზპრომისგან“ 100 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

„გაზპრომის“ ცნობით, საქართველოსთვის რუსული გაზის კომერციული მიწოდების შესახებ კონტრაქტს ხელი მოეწერა. ამის შესახებ რუსული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.

„გაზპრომის“ ინფორმაციით, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ მმართველთა წარმომადგენელმა ალექსეი მილერმა და „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ რუსული გაზის შეძენა-გასაღების კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

კონტრაქტის თანახმად, წელს, „გაზკო+“ „გაზპრომისაგან“ 100 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. კონტრაქტის მოქმედების ვადა 1 ივლისიდანბ 31 დეკემბრამდეა, მომავალში მისი გაგრძელების შესაძლებლობით.

Comments
Loading...