ქართველმა ძიუდოისტებმა გრან სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლები უმჩატეს წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა, 66 კგ წონით კატეგორიაში კი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს.

დღეს ტურნირზე მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე თამაზ კირაკოზაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე 90 კგ), ვალერი ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური (100 კგ) და მძიმეწონოსნები: გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გავლენ.

Comments
Loading...