“ქართველმა ექიმებმა მიმკურნალონ” – პატრიარქი გერმანიაში წასვლაზე უარს აცხადებს
პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ინფექციის ფონზე ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესის დაწყების გამო ექიმები უწმინდესს გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ.
როგორც “ნიუპოსტს” საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა, პატრიარქი მედიკოსების რჩევას არ არ ითვალისწინებს და ამბობს, რომ მისი სურვილის ქართველმა ექიმებმა უმკურნალონ.
“ამ წუთებშიც პატრიარქთან ვარ, როგორც იცით, კონსილიუმმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უწმინდესი გერმანიაში გადაეყვანათ, თუმცა ის ამ შეთავაზებას არ თანხმდება. ამბობს რომ ქართველმა ექიმებმა მიმკურნალონო”- უთხრა ილია მეორეს მკურნალმა ექიმმა “ნიუპოსტს”.
ცისანა შარტავასთქმით, პატრიარქს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აქვს და ინფექციის დროს ნაღვლის ბუშტის ანთება დაიწყო.
საერთო დინამიკას რაც შეეხება, ექიმის განცხადებით, თავად უწმინდესი ყოველდღე უკეთესად გრძნობს თავს.
newposts.ge