ქედაში მეწყერის ჩამოწოლის გამო 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა, ხულოს საავტომობილო გზაზე კი ზვავი ჩამოწვა.
“პირველის” ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, 20 ოჯახთან მისასვლელი გზა, ამ დრომდე ჩაკეტილია სოფელ კოკოტაურში, ხოლო სოფელ ცხმორისში 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყერი განვითარდა ასევე სოფელ ახოსა და აბუქეთას საავტომობილო გზებზეც.
ქედის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქედაში სულ ათამდე მეწყრული პროცესი განვითარდა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 50 სანტიმეტრია და გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტოტრანსპორტითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ხულო-გოდერძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავს, აჭარის საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის აღგენილია.