“ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ” – ფოტორეპორტაჟი “ნაცმოძრაობის” ყრილობიდან

სპორტის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის” რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ყრილობაზე 7000-ზე მეტი დელეგატი და მხარდამჭერი იმყოფებოდა.

”ნაციონალური მოძრაობის” რიგით მე-7 ყრილობაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს. აღნიშნულ მოვალეობას პარტიის გადაწყვეტილებით დღეიდან ნიკა მელია შეასრულებს. მისი მოადგილეები კი ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე იქნებიან.

“ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ყრილობაზე განაცხადა.

წყარო: აიპრესი
Comments
Loading...