ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა
ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ავარიის დროს ოთხი ავტომანქანა დაზიანდა.
დაშავებულები კლინიკებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის დაუდევრობას მოჰყვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.