ყოფილი მინისტრი სააკაშვილს: ფონდი შექმენით ოდესაში და მილიონები Louis Vuitton-ში იხარჯება

სავიკ შუსტერის გადაცემაში, Шустер LIVE-ში, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი, პეტრო პოროშენკის მეგობარი, ევგენი ჩერვონენკო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საკმაოდ ხმამაღალ კამათსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ევგენი ჩერვონენკომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ფონდის შექმნაში დაადანაშულა, საიდანაც მისი თქმით, თანხები არამიზნობრივად იხარჯება. როგორც ჩერვონენკომ გადაცემაში განაცხადა, მას ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც გააჩნია: “შენ პროფესიონალი ორატორი ხარ და ყველაფერს ლამაზად ყვები, მაგრამ ოდესა საქართველოს ქალაქი არ არის. ეს უკრაინის ქალაქია და მასზე არც თუ ისე ცოტაა დამოკიდებული. იცი, რა მინდა გითხრა? ოდესაში ორი დღე გავატარე იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ისინი სულაც არ არიან კმაყოფილები. მე გგულშემატკივრობ შენ, მაგრამ თუ გინდა ეს ქალაქი აჩვენო ხალხს, უნდა აჩვენო შენი საქმეებით. შენი საქმეები კი ისე ხმამაღლა ყვირის, რომ არ მესმის შენი. გინდა გითხრა, რა მოვისმიე ოდესელებისგან? მოვისმინე, ის, რომ გაქვს ფონდი, რომელიც ფულს აგროვებს. თითქოს არაფერია, ხო? კარგია, მაგრამ ამ ადამიანებმა მომიტანეს საბუთები, რომლის თანამადაც ამ ფონდის ხელმძღვანელმა ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან დღგ-ს სახით დაიბრუნა ფული, ოღონდ ის მეწარმე არ არის, ის დიპლომატია, არ ვიცი ვინ არის ვინმე თეიმურაზ თეიმურაზის ძე… კი, ბატონო, აღფრთოვანელილი ვარ ამ საბაჟოთი, მაგრამ როცა ვიკითხე, ვინ აკონტროლებს მას, აღმოჩნდა, რომ ეს გოგო კი არა, ვინც საბაჟოს უფროსად დანიშნეთ, ანა პანჩევა, არამედ მამუკა ტუღუში და გიორგი ცხაკაია.” – განაცხადა ჩერვონენკომ. ჩერვონენკოს განცხადებას საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოყვა მიხეილ სააკაშვილისგან: “ამ სუბიექტთან (ევგენი ჩერვონენკო) ერთადერთი კვეთა იახტაზე მქონდა, როდესაც ყირიმის იუბილეზე, მინისტრის იახტაზე დამპატიჟეს. საქართველოში მინისტრებს არ აქვთ იახტები და ძალიან გამიკვირდა, როდესაც იახტაზე დამპატიჟეს, რომელიც მინისტრს ეკუთვნოდა. ეს ხდება ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ. ისინი საუბრობდნენ თავიანთ შემოსავალზე, მიწებზე, რომელიც ყირიმში დაიტაცეს, ვინაიდან ყველას ფეხებზე ეკიდა ეს შენი ყირიმი… როდესაც ეს საუბარი მოვისმინე, მივხვდი, რომ უკრაინის რეფორმები დასრულებული იყო… “ჩერვონენკოს ვერტმფრენების, იახტების, აგარაკების, მილიონებისა და მილიარდების დაბრუნება მოუწევს. ჩვენ ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენთ! ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, ციხეში ჩასხდებით! შენ და შენი უფროსები, ყველანი პასუხს აგებთ და თქვენი ვერტმფრენების, იახტების, აგარაკების, მილიონებისა და მილიარდების დაბრუნება მოგიწევთ! თქვენ ამ ყველაფერს დააბრუნებთ და ჩვენ ამ ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენთ!”, – განაცხადა სააკაშვილმა.

Comments
Loading...