ყველაზე გემრიელი საჭმელების რეიტინგში ქართული სამზარეულო მეოთხე ადგილზეა

ყველაზე გემრიელი ტრადიციული კერძების მიხედვით დაჯგუფებულ 48 ქვეყნის სიაში, საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს. აღნიშნულ რეიტინგს ვებგვერდი thrillist-ი აქვეყნებს.

ქართულმა სამზარეულომ რეიტინგში მეოთხე ადგილი იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ დაიკავა.

ამერიკულმა გამოცემამ მთავარ კერძად აჭარული ხაჭაპური დაასახელა. რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ, აჭარული ხაჭაპურის შემდეგ, ძალიან პოპულარულია ხინკალი, ჩახოხბილი და კუჭმაჭი.

Comments
Loading...