ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ს სასამართლო დავა მოუგო

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს თბილისის სააპელაციაო სასამართლოში დავა მოუგო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგია, ნატალია ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძის და შორენა ყაველაშვილის შემადგენლობით უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება.

ცნობისთვის, 2017 წლის 7 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ტელეკომპანია “საქართველოს”, შპს”ჰაიდელბერგ ცემენტის და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვა, სადაც მოპასუხე მხარე შპს “პანორამა” და ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში იყო.

წინასასამართლო სხდომაზე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელმა პაატა სალიამ სააპელაციო სარჩელზე უარი განაცხადა და ამის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატალია ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძის და შორენა ყაველაშვილის შემადგენლობით დააკმაყოფილა შუამდგომლობა და შეწყდა სასარჩელო დავა საავტორო უფლებებზე.

მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „საქართველოს“, შპს „ჰაიდელბერგ ცემენტი ჯორჯიას“ ადვოკატების შუამდგომლობა და სასამართლო პროცესზე ტელეკომპანია, „რუსთავი 2“-ის ადვოკატები თამთა მურადაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ დაუშვა.
წყარო; აიპრესი

Comments
Loading...