ქინძმარაულის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან 600 ლარი გაიტანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღაზიის გასაღებად მისულ გამყიდველს საკეტი და სალარო ჩამტვრეული დახვდა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Comments
Loading...