ქიქოძის N6-ში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თბილისში, ქიქოძის N6-ში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი გვიან ღამით შენობის მეოთხე სართულზე, სხვენს გაუჩნდა და შემდეგ, მესამე სართულზე გავრცელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას, 05:00 საათზე მოხერხდა. ადგილზე 13 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განაცხადა, დამწვარია დაახლოებით, 250 კვადრატული მეტრის ფართი.

„დამწვარია შენობის მესამე სართული. იწვოდა სასხვენო გადახურვა, საერთო ფართი დაახლოებით, 200-250 კვადრატული მეტრი. მობილიზებული იყო 13 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. დაშავებული არავინ არ არის“, – აღნიშნა დავით გელაშვილმა.

Comments
Loading...