ქობულეთში აფეთქება მოხდა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

ადგილზე აჭარის პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, თუმცა, გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის განადგურება-დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

Comments
Loading...