ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია, – ამის შესახებ აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ცნობით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.
”მგზავრები გადაყვანილნი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. განახლებულ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი გვერდის მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ აეროპორტის ცხელ ხაზზე: 0341 23 70 00

 

წყარო : newspress.ge

Comments
Loading...