ქუთაისში ჩამოვარდნილ ბეტონის კონსტრუქციას ბავშვი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევის შედეგად ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც მრავალსართულიანი კორპუსიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა .
თვითმხილველთა თქმით, ბეტონის კონსტრუქცია მცირეწლოვან ბავშვს დაეცა. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...