ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგო იმსხვერპლა

ქუთაისში კორპუსიდან აგურის გადმოვარდნის შედეგად 12 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, გოგონას მშობლებიც თან ახlდნენ, რომლებიც შვილს გორგოლაჭებით სრიალს ასწავლიდნენ. შემთხვევის შედეგად, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც შსს-ში On.ge-ს განუცხადეს, აგური მშენებარე კორპუსიდან არ გადმოვარდნილა

on.ge

Comments
Loading...