ქუთაისში, სკოლის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა

ქუთაისში, ერთ-ერთ სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა. აღნიშნული ფაქტი MPRESS-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი საპირფარეშოდან გადმოხტა. შემთხვევა კერძო სკოლაში მოხდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Comments
Loading...