ქუთაისთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისთან ახლოს, ქვიტირის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი მოზარდი გარდაიცვალა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...