რა არის სიზმარი? (განმარტება, ფაზები, საინტერესო და უცნობი ფაქტები)
პირველ რიგში, მათ, ვისაც აქვს ილუზია, რომ სიზმარი რაღაც მისტიურს წარმოადგენს, მინდა იმედები გაგიცრუოთ. ყველაფერი, რასაც სიზმარი წარმოადგენს და გადმოსცემს თქვენშივეა, თქვენ ტვინებშია. ამის შესაახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, წაიკითხეთ მთლიანი პოსტი.
სიზმრის პრობლემა გაცილებით ადრე მოექცა მკვლევართა ყურადღების ცენტრში, ვიდრე თვით ძილის ან ადამიანის სიფხიზლის ცნობიერის პრობლემა.
რა არის სიზმარი და რატომ ხედავენ მას ადამიანები? ადამიანები თავიანთ სიზმრებში იმას ხედავენ, რაც მათთანვეა კავშირში. უზნაძის მიხედვით, სიზმარი ილუზიაა, ის ცნობიერში განცდილის ან აღქმულის საფუძველზე გვესიზმრება. მისი აზრით, სიზმარში ადამიანი არ აზროვნებს და არც სიზმრის მიმდინარეობას წარმართავს. ადამიანს შეიძლება დაესიზმროს, თუ როგორ აზროვნებს იგი, ცნობიერებაში არსებული შესაბამისი გამოცდილების საფუძველზე, თუმცა, როგორც უზნაძე ამბობს, რეალურად ადამიანი სიზმარში არ აზროვნებს. სიზმარში ჩვენი ფსიქიკური ფუნქციების აქტუალური მონაწილეობა მხოლოდ წარმოსახვისა და ემოციის მუშაობით განისაზღვრება.
როგორც უკვე აღვნიშნე, უზნაძის მიხედვით სიზმარი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია და ძილში ჩვენი ფანტაზია წარმოსახულ სინამდვილეს ქმნის, რომელშიც ჩვენი “მე” მთავარი (აქტიური) მონაწილეა. სიზმრის ცნობიერება იმავე კომპონენტებისგან არის აგებული, როგორც ცხადის ცნობიერება. თუ სიზმრის და ცხადის ცნობიერება, როგორც უზნაძე ამბობს, ერთი და იგივე კომპონენტებისგან არის აგებული, გამოდის, რომ მათ შორის განსხვავება არც არის.
სიზმრის ნახვის მიზეზი, ისევ უზნაძის განმარტებით, ის მოთხოვნილებებია, რასაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში ვერ იკმაყოფილებენ და რომელთა რეალიზაციასაც ახდენენ სიზმარში. ანუ ფსიქიკა ახდენს ადამიანის გაურეალიზებელი ფუნქციების რეალიზაციას. ამ შემთხვევაში უზნაძის მოსაზრება, რომ სიზმარი ფანტაზიას ავითარებს, სწორია, ანუ ადამიანის სიზმარი ასახავს იმას, რაც სიფხიზლისას არ ყოფილა. ანუ ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა აქ უზნაძე თავის თავს ეწინააღმდეგება, რადგან თუ სიზმარში ადამიანი გაურეალიზებელ მოთხოვნილებებს არეალიზებს, შესაბამისად, ის სიზმარშივე ქმნის სიტუაციას, რომელშიც მისი მოთხოვნილება რეალიზდება. ეს კი ნიშნავს, რომ სიზმარში ადამიანი აზროვნებს.
სიზმრის არსს სხვაგვარად განმარტავენ ფსიქოანალიზის სკოლის მიმდევრები. აქ ძირითადი აქცენტი ადამიანის არაცნობიერზეა გადატანილი.
ფსიქოანალიზის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მიმდევარი (და ფაქტიურად მისი დამაარსებელი), ზიგმუნდ ფროიდი ამბობს, რომ სიზმარს ორი შინაარსი აქვს: მანიფესტური და ლატენტური. მანიფესტური არის ის, რასაც სიზმარში უშუალოდ განვიცდით და რასაც მისი აღწერისას ვხედავთ. ლატენტური კი სიზმრის ნამდვილ შინაარსს გულისხმობს. ის სურვილები და მისწრაფებები, რაც არაცნობიერის წიაღიდან მომდინარეობენ და მანიფესტური შინაარსის სახით მოდიფიცირებულნი თავის რეალიზაციას ახდენენ. თუმცა, ეს მოსაზრებები, უზნაძის აზრით უკმარია და არ გამოდგება სიზმრის პრობლემის გადასაჭრელად. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: თუ უზნაძის მიხედვით, ცნობიერში არსებული განუხორციელებელი მოთხოვნილებები სიზმარში რეალიზდება, რატომ უნდა იყოს უარყოფილი, რომ სიზმარში ადამიანები არეალიზებენ იმ არაცნობიერ მოთხოვნილებებს, რომლებსაც ცხადში ვერ არეალიზებენ, რამდენადაც ისინი ცნობიერისთვის ხელმიუწვდომელია.
“არსებობს მოვლენები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში არ აღიბეჭდება, ისინი, ასე ვთქვათ ცნობიერის მიღმა რჩებიან. მათ შესახებ ინფორმაცია ცნობიერში არ რჩება, ამიტომ მათი გამოვლენის საუკეთესო საშუალება სიზმარია, თუმცა სიზმარში ისინი არა პირდაპირი გზით, არამედ სიმბოლოებით გადმოიცემა. სწორედ სიმბოლოების არსებობის ფაქტმა აღიარებინა ფსიქოლოგებს არაცნობიერის არსებობა” . იუნგის მიხედვით, არაცნობიერში არსებული ინფორმაციის გადმოსაცემად გამოიყენება გარკვეული სიმბოლოები. მისი თქმით, არის გარკვეული არქეტიპები, რომლებიც ყველასთვის საერთოა. ამის გარდა, არის სიმბოლოები, რომლებსაც ადამიანი თვითონ ქმნის არაცნობიერად, ძილის დროს. სიმბოლოები სიზმრებში სპონტანურად ჩნდებიან , რამდენადაც სიზმარი თავისით ხდება და არ გვიწევს მისი მოგონება. სიზმარში ნანახი სიმბოლოს მიღმა დიდი არაცნობიერი ასპექტი იმალება, რამდენადაც ადამიანის ცნობიერების მიღმა უამრავი რამ არის დაფარული.
იუნგის მოსაზრება სიზმრების შესახებ საკმაოდ საინტერესოა და გასათვალისწინებელიც. თუმცა მასაც აქვს უარყოფითი მხარეები. იუნგი მთლიანად სიზმრებს მიაწერს მხოლოდ არაცნობიერს, როდესაც არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანმა ცნობიერებაში არსებული ძლიერი შთაბეჭდილების გამო ნახოს სიზმარი და არა იმიტომ, რომ მის არაცნობიერში არის ინფორმაცია, რომელიც სიზმრის გზით უნდა გამოიხატოს. მხოლოდ სიმბოლოებით სიზმრის ახსნა არ იქნება სწორი. ანუ, მაგალითად ადამიანმა შეიძლება სიზმარში ნახოს, რომ წყალს სვამს, თუმცა არა იმიტომ, რომ წყალი რაიმეს სიმბოლოა, არამედ იმიტომ, რომ ძილის წინ ძალიან სწყუროდა.
ეს, რაც შეეხება სხვადასხვა ავტორების შეხედულებას სიზმარზე და მის კონტენტზე. თუმცა რა ხდება რეალურად ძილის დროს ან რა განაპირობებს ამა თუ იმ შინაარსის (ცნობიერი ან არაცნობიერიდან არსებული ინფორმაციის მატარებელი) სიზმრის ნახვას?
ჯერ ჯერობით მეცნიერები ერთ აზრზე არ არიან იმის შესახებ თუ რა იწვევს ძილს ან ტვინის რა ნაწილია პასუხისმგებელი სიზმარზე. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, დიდი რაოდენობით ჰიპნოტოქსინების დაგროვება ორგანიზმში იწვევს ძილს. ძილის სხვადასხვა ფაზებს კი სხვადასხვა ნივთიერებები განსაზღვრავენ.
ძილი ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული პროცესია ორგანიზმში. მას გააჩნია რამდენიმე ფაზა. გამოყოფენ 5 ფაზას:
1. ამ ფაზაში ადამიანი თითქმის ფხიზელია. ამ დროს რომ გაიღვიძოს ადამიანმა შეიძლება დანახული გამოსახულებებიც გაიხსენოს. ამ ფაზაში თვალი აქტიურად მოძრაობს.
2. თვალის მოძრაობა ამ ფაზაში ნელდება თვალების მოძრაობა და თავს იჩენს k-complex (ანუ knok complex [კაკუნის კომპლექსი], წიპა კაკუნზე რეაქციის ამბავში). ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გარე გამღიზიანებლებზე რეაგირებს.
3. ტვინის აქტიურობის ტალღები ნელდება და მხოლოდ შიგადაშიგ ჩქარდება.
4. ამ ფაზაში ტვინის აქტიურობის ტალღები კიდევ უფრო ნელდება. მესამე და მეოთხე ფაზაში ადამიანს ღრმა ძილით სძინავს. ამ ფაზაში მისი გაღვიძება საკმაოდ ძნელია, აღინიშნება ფიზიკური მოძრაობები, ე.წ. მთვარეულები ზუსტად ამ ფაზაში არიან აქტიურები (დადიან და ლაპარაკობენ).
5. მეხუთე ფაზა არის ე.წ. რემ (rapid eye movement [თვალის სწრაფი მოძრაობა]), იგივე სწრაფი ძილი. ეს ფაზა გარკვეულწილად სიფხიზლესაც ჰგავს, თვალის მოძრაობა აქტიურდება, სუნთქვა სწრაფდება და მოუწესრიგებელი ხდება, თუმცა ამ ფაზაში კუნთებს დაძაბულობა ეხსნება და ფაქტუყრად დროებით პარალიზდება, ამას გარკვეული ნეიროტრანზმიტერების დახშობა განაპირობებს. ამ ფაზაში ნახულობენ ადამიანები სიზმრებს.
ეს ფაზები დაძინებიდან გაღვიძებამდე მონაცვლეობენ. ჩაძინებიდან rem ფაზამდე მისაღწევად საშუალოდ 70-90 წუთია საჭირო, ხუთივე ფაზისგან შემდგარი სრული ციკლი კი 90-110 წუთის მანძილზე გრძელდება საშუალოდ. დილას, გაღვიძებამდე, ძირითადად პირველი, მეორე და rem ფაზები აღინიშნება. აქედან გამომდინარე, ადამიანები მთელი ღამის მანძილზე არ ნახულობენ სიზმრებს, არამედ მხოლოდ rem ფაზაში და ამახსოვრდებათ ის სიზმარი, რომელსაც გაღვიძების დროს ხედავდნენ (იმ შემთხვევაში, თუ rem ფაზის დროს იღვიძებენ). ანუ ადამიანები ღამის მანძილზე რამდენიმე სიზმარს ნახულობენ და ამახსოვრდებათ მხოლოდ ის, რომლის დროსაც ეღვიძებათ.
როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ფაზებიდან ჩანს, ადამიანები სიზმრის ნახვის დროს ფიზიკურად არ აქტიურობენ, მათი კუნთები ფაქტიურად პარალიზებულია. ისმის კითხვა: რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ძილის დროს ან რაზე ლაპარაკობენ? რამდენადაც სიზმრის ნახვის დროს ფიზიკური აქტივობა გამოირიცხება, ლაპარაკს ან მოძრაობებს ვერ ავხსნით სიზმარში ნანახის შინაარსის გავლენით. ადამიანები იძინებენ რაღაც გარკვეული განწყობით, რომელიც სიფხიზლის დროს აქტუალური იყო გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. ძილის დროს მათი მოძრაობა (ანუ ის თუ რას აკეთებენ ძილის დროს) ან საუბარი (სიტყვები ან ფრაზები, რასაც ძილის დროს ამბობენ) დაკავშირებულია სწორედ იმ განწყობასთან, რომელიც ინდივიდისთვის აქტუალური იყო დაძინებისას. სიზმრების შინაარსიც იგივე პრინციპით შეგვიძლია განვსაზღვროთ. ანუ სიზმარში ნანახი, ანუ სიზმრის კონტენტი კავშირშია განწყობასთან, რომელიც აქტუალურია ადამიანისთვის დაძინებამდე ან დაძინებისას. ამას თან ერთვის წარსული გამოცდილებაც, რომელიც ადამიანისთვის იმ პერიოდში აქტუალურია, ან წარსული გამოცდილებით ახსოვს, ან გამოცდილება, რომელიც მის ქვეცნობიერშია. ანუ უკეთ რომ ავხსნა, ადამიანი თუ იძინებს იმ განწყობით, რომ მას ვიღას დევნის, შეიძლება დაესიზმროს სიტუაცია, მისი წარსული გამოცდილებიდან, სადაც ასახულია დევნა (თუმცა ეს შეიძლება სახეცვლილიც იყოს მიმდინარე სიტუაციის მიხედვით). ასევე იგივე განწყობის შესაბამისად დაესიზმროს მის ქვეცნობიერში დამალული ინფორმაცია, სადაც მიმდინარე განწყობის შესაბამისი გამოცდილებაა ასახული, თუმცა მის შესახებ ინდივიდმა არ იცის (ან არ ახსოვს). ესეც შეიძლება სახეცვლილად გადმოიცეს სიზმარში. და ბოლოს არაცნობიერი მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილებაც ადამიანს გაუცნობიერებლად ყოველთვის სურდა ასევე შესაბამისი განწყობის შემთხვევაში იჩენს თავს სიზმარში (ეს მოთხოვნილება ან შესაბამისი ქმედება შეიძლება მისთვის მიუღებელიც იყოს, თუმცა მხოლოდ ცნობიერ დონეზე).
თუმცა უშუალოდ სიზმრის დროაც შეიძლება ”ილაპარაკოს” ადამიანმა. ეს ხდება ემოციური სიზმრის ხილვის დროს. თუ ასეთი შემთხვევის დაკვირვების საშუალება გქონიათ, შეამჩნევდით, რომ ეს ”ლაპარაკი” მხოლოდ საკმაოდ გაურკვეველი ბგერებისგან შედგება. ანუ ადამიანი ცდილობს რაღაც თქვას, თუმცა მისი კუნთები ათროფირებულია და ვერ ახერხებს. ამიტომ მხოლოდ ბგერებს გამოსცემს (ისიც დიდი ძალისხმევის საფუძველზე).
სიზმარზე მიმდინარე განწყობის გავლენას ადასტურებს Hall და Van De Castle-ს მიერ ჩატარებული კვლევები. მათ საკმაოდ დიდი კვლევა ჩაატარეს სტუდენტებზე, რომლებსაც სთხოვდნენ მათ მიერ ნანახი სიზმრები მოკლედ ჩაეწერათ. კვლევებმა უჩვენა, რომ სტუდენტები სიზმრები გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსი იყო, რამდენადაც ისინი მიმდინარე მოვლენებთან იყო გარკვეულწილად კავშირში. ანუ მიმდინარე მოვლენები აღიბეჭდება ადამიანის განწყობაზე, რაც შემდგომ განაპირობებს განწყობის მოქმედებას სიზმარზე (სხვადასხვა სახით).
ეს თეორია არ გამორიცხავს იამს, რომ სიზმრები ადამიანებს გარკვეული ემოციებისგან განმუხტავს. ანუ, არის გარკვეული ემოცია, რომელიც მიმდინარე განწყობასთან არის კავშირში. ანუ ადამიანი განიმუხტება როგორც მიმდინარე ემოციისგან, ასევე არაცნობიერი მოთხოვნილებებთან დაკავშირებული ემოციებისგან (ასევე ქცევნობიერში არსებულ ინფორმაიცასთან დაკავშირებული ემოციებისგან). ანუ გარკვეული მიმდინარე განწყობა იწვევს ქვეცნობიერი, არაცნობიერი ან სულაც ცნობიერი ინფორმაციის გააქტიურებას სიზმარში და მათთან დაკავშირებული ემოციებისგან განტვირთვას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო დროინდელი კვლევების მიხედვით, სიზმრების უმრავლესობა უარყოფითი ემოციებისგან განმუხტვას ემსახურება. თუმცა ეს ნაციაზეცაა დამოკიდებული. ანუ ქვეყნებში, სადაც ადამიანებს ხშირად თავიანთი ემოციების შეკავება უხდებათ, პროცენტულად უფრო მეტი ადამიანი ხედავს უარყოფითი მუხტის მატარებელ სიზმრებს, ხოლო ტემპერამენტიან ნაციებში, სადაც უარყოფითი ემოციები გამოხატვა ცუდ ტონად არ ითვლება, ან იქ, სადაც უარყოფითი ემოციების დახარჯვა სხვა გზით ხდება პროცენტულად ნაკლები ადამიანი ნახულობს უარყოფითი ემოციის მატარებელ სიზმრებს.
ხანდახან ისეც ხდება, რომ ზოგი ადამიანი საერთოდ არ ნახულობს სიზმრებს. ეს არც ისე კარგია, რამდენადაც სიზმარი განმუხტვის საშუალებაა. ამ შემთხვევაში ადამიანი, ასე ვთქვათ, “ბლოკავს” სიზმრებს გაუცნობიერებლად, რადგან, შესაძლოა, სურს თავიდან აიცილოს გარკვეული ტიპის სიზმრით მიღებული განცდები (ეს უხშირეს შემთხვევებში უარყოფითი მუხტის მატარებელი განცდებია). ან შეიძლება უბრალოდ დაივიწყოს ადამიანმა სიზმარი, რაც ნახა, რათა თავიდან აიცილოს მისი გახსენებით გამოწვეული უარყოფითი განცდა, თუმცა ამ შემთხვევაში გარკვეული დროის მანძილზე შესაბამისი განწყობა მაინც ნარჩუნდება.
სიზმრების არ ნახვა შეიძლება ასევე სხვადასხვა მედიკამენტების ან ალკოჰოლის ცუდი გავლენით იყოს გამოწვეული. ხშირად ადამიანები ინსომნიის წინააღმდეგ საბრძოლად ალკოჰოლს მოიხმარენ, თუმცა ალკოჰოლი ძილის მხოლოდ რამდენიმე ფაზას იწვევს, ძილის ფაზა ანუ რემ ფაზა ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ არ დგება. შესაბამისად არ ხდება სიზმრის ნახვაც და შესაბამისად არ ხდება მიმდინარე განწყობასთან დაკავშირებული ემოციისგან განტვირთვაც.
აგრეთვე სხვადასხვა დაავადებები გავლენას ახდენს სიზმრის მიმდინარეობაზე. მაგალითად, სინესთეზიით დაავადებული ადამიანები მხოლოდ ფერად სიზმრებს ნახულობენ და ვერც კი წარმოუდგენიათ როგორი შეიძლება იყოს შავ-თეთრი სიზმარი. არადა ცნობილია, რომ ადამიანები ხედავენ როგორც შავ-თეთრ, ასევე ფერად სიზმრებს. სიზმრების ფერადობა_შავ-თეთრობა კი გარკვეული ფაზების მონაცვლეობაზეა დამოკიდებული.
საბოლოოდ გამოდის, რომ მთლიანად ძილი მართლაც საკმაოდ მოწესრიგებული პროცესია. მის დროს არსებული ფიზიკური აქტიურობები კი მიმდინარე განწყობასთან არის კავშირში. ასევე მიმდინარე განწყობასთანაა კავშირში ის თუ რა ინფორმაცია იქნება აღბეჭდილი სიზმარში: ცნობიერი, ქვეცნობიერი თუ არაცნობიერი. გააჩნია რომელი უფრო მჭიდრო კავშირშია მიმდინარე განწყობასთან, თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ამ ინფორმაციების ნარევი, ასე ვთქვათ “კოქთეილი” ნახოს ადამიანმა სიზმარში. ანუ ეს ინფორმაციები გონებამ შეაჯამოს და საბოლოოდ სიზმრის სახით გადმოსცეს, რომელიც მიმდინარე განწყობის შესაბამისი იქნება. აქედან გამომდინარე ისიც მტკიცდება (თუ ამას შეიძლება მტკიცებულება ვუწოდოთ), რომ ადამიანი ძილის დროს აზროვნებს. ანუ სიზმარი ფაქტიურად მთლიანად განწყობის პრობლემაა.
—————————————————————————–
საინტერესო ფაქტები სიზმრების შესახებ:
1. უსინათლოები “ხედავენ” სიზმრებს
ადამიანებს, რომლებმაც მხედველობა დაბადების შემდეგ დაკარგეს, შეუძლიათ სიზმრების ნახვა სურათების სახით. დაბადებიდან უსინათლოები ვერ ხედავენ სურათებს, თუმცა, მათი სიზმრები სავსეა სუნებით, ხმებით და სხვა შეგრძნებებით.
2. ჩვენ გვავიწყდება სიზმრების 90%
გაღვიძებიდან 5 წუთის შემდეგ ჩვენ უკვე ჩვენი სიზმრების ნახევარიც კი არ გვახსოვს, 10 წუთის შემდეგ კი მათ 10%–საც ძლივსღა თუ გავიხსენებთ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც პოეტები, მწერლები და მეცნიერები ხედავდნენ სიზმრებს, სადაც შესაბამისად წერდნენ ლექსს, პროზას ან იგონებდნენ ახალ მეცნიერულ თეორიას. მათ ნამდვილად გაუმართლა, ვისაც ლოგინთან ახლოს პასტა და ფურცელი აღმოაჩნდა. სწორედ სიზმრების დამსახურებაა სემუელ კოლდრიჯის “კაბულა ხანი”, მერი შელის ფრანკენშტეინი და ასევე მენდელეევის ცნობილი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა.
3. სიზმრებს ხედავს ყველა გამონაკლისის გარეშე.
ყველა ადამიანი (გამონაკლისს მხოლოდ ავადმყოფები წარმოედგენენ რომლებსაც ფსიქიკასთან სერიოზული პრობლემები აქვთ) ხედავს სიზმრებს, თუმცა ქალები და კაცები სიზმრებს სხვადასხვანაირად ხედავენ. მამაკაცებს ძირითადად თავიანთი სქესის წარმომადგენლები ესიზმრებათ, ქალები კი ორივე სქესის წარმომადგენლებს დაახლოვებით ერთნაირი პროპორციებით ხედავენ.
4. სიზმრები ფსიქოზის განვითარებას უშლიან ხელს
ცოტა ხნის წინ, მეცნერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: საცდელ ობიექტებს საშუალებას აძლევდნენ ეძინათ დღეში 8 საათი, მაგრამ სიზმრის საწყის სტადიაში აღვიძებდნენ. სამი დღის შემდეგ, მონაწილეებს უჭირდათ ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება, აღენიშნებოდათ ჰალუცინაციები, აუხსნელი გაღიზიანებადა ფსიქოზის პირველადი ნიშნები. ეოდესაც მათ, საბოლაოდ მისცეს საშუალება ენახათ სიზმრები, მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ტვინი წინა დღეებში სიზმრების ნაკლებობის კომპენსირებას ახდენდა ორგანიზმის სწრაფი ძილის ფაზაში ყოფნის უფრო ხანგრძლივი დროით ვიდრე მანამდე.
5. ჩვენ გვესიზმრება მხოლოდ ის, რაც ვნახეთ.
ჩვენ სიზმრებში ხშირად ვხედავთ უცხო ხალხს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რომ ჩვენი გონება ამ ხალხს არ იგონებს. ეს რეალური ხალხის სახეებია, მათი, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შეგვხვდნენ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვახსოვს.
6. ყველას არ შეუძლია ფერადი სიზმრების ნახვა
იმ ხალხის, რომლებსაც ხედვა შეუძლიათ, დაახლოვებით 12% ხედავს მხოლოდ შავ–თეთრ სიზმრებს. დანარჩენები სიზმრებს ფერებში ხედავენ. არსებობს სიზმრების რამდენიმე ტიპური ჯგუფი, რომელსაც ხედავს ყველა, გამონაკლისის გარეშე: სიტუაციები სკოლაში, ან სამსახურში, დევნისგან თავის დაღწევის მცდელობა, ადამიანის სიკვდილი, კბილების ცვენა, ფრენა, გამოცდაზე ჩაჭრა, ავარიები და ა.შ.
7. სიზმრებს არ აქვთ პირდაპირი აზრი ან დატვირთვა.
ჩვენი ქვეცნობიერი იყენებს ნიშნების და სიმბოლოების ენას. ამიტომაც არ ღირს ყველა სიზმრის, ყველაზე ლოგიკურის და მდიდარი სიუჟეტის მქონეს, პირდაპირ გაგება. ქვეცნობიერი ჩვენ სიგნალებს გვიგზავნის და არა მკვეთრ გამოსახულებას.
8. ყოფილი მწეველები უფრო მკვეთრ სიზმრებს ხედავენ
ყოფილი მწეველები უფრო სავსე და რეალურ სიზმრებს ხედავენ, ვიდრე დანარჩენები. ყველაზე ხშირად, ისინი ხედავენ რომ ისევ დაიწყეს მოწევა და თავს დამნაშავედ გრძნობენ.
9. გარე გამაღიზიანებლები მოქნედებენ ჩვენ სიზმრებზე
ყოველ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც განუცდია ეს თავის თავზე: ქვეცნობიერი ფიზიკურ შეგრძნებას, რომელსაც მოცემულ მომენტში განვიცდით, სიზმრის ნაწილად გარდაქმნის. ადამიანს, რომლებიც წყურვილს განიცდიან, ქვეცნობიერი წყლიანი ჭურჭლის გამოსახულებებს “უგდებს”. ისინი ცდილობენ დალიონ წყალი (სიზმრაში რათქმაუნდა), ისევ განიცდიან წყურვილს და ისევ ხედავენ წყალს და ა.შ. მანამ, სანამ არ გაეღვიძებათ და არ მიხვდენიან, რომ მართლა სწყურიათ. ამ გზით ქვეცნობიერი “გვკრანახობს”, რომ უნდა გავიღვიძოთ.
10. ძილის დროს პარალიზებულნი ვართ
გინდა დაიჯერეთ, გინდა _ არა, მაგრამ ჩვენი სხეული პრაქტიკულად პარალიზებულია ძილის დროს, ძირითადად იმისთვის, რომ სხეულმა არ გაიმეორის მოძრაობები, რომლებიც სიზმარში ხდება.
11. ადამიანი არ ხედავს სიზმარს იმ მიმენტში, როცა ხვრინავს.
12. პატარა ბავშვები სიზმარში საკუთარ თავს 3 წლის ასაკამდე არ ხედავენ. 3–დან 8 წლამდე, ბავშვები იმაზე მეტ კოშმარს ხედავენ, ვიდრე უფროსები მთელი ცხოვრების განმავლობაში.
13. თუ თქვენ სწრაფი ძილის სტადიაში გაგაღვიძებენ, სიზმარი დეტალებში დაგამახსოვრდებათ.