“რა ბიჭი ყოფილა- რაგბისტი, მწვრთნელი, პატრიოტი” – იუნა შაფათავა ირაკლი ნარსავიძეზე

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში სვანური კოშკების ფონზე გაშიშვლებული ბიჭის ფოტო გავრცელდა რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და ხმაური გამოიწვია.

აღნიშნულს ვიდეოჩანაწერიც მოჰყვა, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში იგივე მამაკაცი, ამჯერად ჩაცმული, ბოდიშს იხდის მომხდარისთვის. სოციალურ ქსელში აღნიშნულს იუნა შაფათავა ეხმაურება.

“ჰმ…მთების შვილმა რომ ივარჯიშოს, ამ ტურისტზე “ფაქტურნია”….. შე დალოცვილო,თვითონ სექს ბომბა თუ ხარ, ამ ქალაქელი ბიჭის სექსობას რას ერჩი))))
არც კი ვიცი, რომელს ავირჩევდი, მაგრამ მხოლოდ “არასერიოზული” “ურთიერთობის მიზნით))) ალბათ, სვანს – ბუნებრივად დომინანტია. არა რა,აქვთ სვანებს ეს wild ხიბლი, რაც არის,არის, ოღონდ ბიმბო ქალივით, მთავარია, არ ალაპარაკო – საქმე ლაპარაკის ნაცვლად,ბიჭებო”- წერს იუნა შაფათავა.

ამ პოსტის შემდეგ კი იუნა წერს, რომ ირაკლი სვანისკენ არის  და რაგბისტის წერილს აზიარებს. 

“რა ბიჭი ყოფილა- რაგბისტი, მწვრთნელი, პატრიოტი✌️
ჩემთვის განხილვა მორჩა –
სამშობლოზე და თვითმყოფადობაზე არ ვხუმრობთ – მე ამ ბიჭისკენ ვარ – ბევრი გვყავდეს ასეთი და ნაღდი” – წერს იუნა.

Comments
Loading...