რა ელის ქვეყანის ეკონომიკას 2017-ში? – ,,თუ ასე გაგრძელდა ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებში იქნება“

როგორია 2017 წლის ექსპერტების ეკონომიკური პროგნოზი და რა ცვლილებებს შეიძლება ელოდოს მოსახლეობა მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთავრობის პოლიტიკა და 2017 წლის ბიუჯეტი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.,,ნიუპოსტი“ ეკონომიკის ექსპერტს გოჩა თუთბერიძეს ესაუბრა. ექსპერტი სამ გარემოებას ასახელებს, რაც მისი თქმით, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს 2017 წელს ეკონომიკური აღმავლობის კუთხით სერიოზულ ცვლილებებს მიაღწიოს.

,,პესიმისტური პრგოგნოზი მაქვს შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარ, პირველ რიგში, ეს ჩანს ბიუჯეტიდან, რომელიც 2017 წლისთვის დაამატკიცეს და საიდანაც სახარბიელო შედგებს არ უნდა ველოდეთ. მეორე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ მუშაობს ეფექტურად უცხოელ ინვესტორებთან. ეს დასტურდება მიმდინარე წლის შედეგებითაც. რადგან ვერ ხდება ეფექტური მუშაობა ამ მიმართულებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბუმი მომავალ წელს საქართველოში ჩვენ არ გვექნება.

მესამე – საინვესტიციო გარემოს კუთხით არაფერი იცვლება. ერთია როგორ მუშაობს მთავრობა ინვესტორებთან და მეორეა, როგორია საინვესტიციო გარემო. თუ აქ მდგომარეობა ნორმალურია, მაშინ ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც, თუმცა წინსვლა არც აქ სჩანს“ – აცხადებს ექსპერტი და ეკონომიკურ ზრდას მთავრობისგან განსხვავებით 3%-ის ფარგლებში ვარაუდობს.

,,ეს გარემოებები მაძლევს იმის საფუძველს, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ 2017 წელს და მთავრობის 4%-იანი პროგნოზი არის ძალიან ოპტიმისტური, ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებში იქნება“ – ახადებს გოჩა თუთბერიძე.

წყარო:newposts.ge

Comments
Loading...