რა ეწერა “წყევლის წერილში”- დეკანოზის ადვოკატი დეტალებზე საუბრობს
დაკავებული დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მან მამა გიორგი მამალაძის თხოვნით პროკურორებს ჩანაწერი გადასცა.
“მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ჩანაწერი: თუ მქონდა ციანიდი და ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა”, – ამბობს რამიშვილი. მისივე თქმით, “ასეთი საუბარი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია”- განაცხადა რამიშვილმა.
წყარო: ნიუპოსტი