რა ნამუსით ეძახით ხალხს ქუჩაში? იმ ხალხს, რომლებსაც გუშინ ქუჩაში ხვრეტდით? პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს!
დღეს, აქციის პარალელურად, “ვიღაც” ადამიანმა, მოახერხა უზენაეს სასამართლოში შესვლა. მოგეხსენებათ ამ შენობაში საშვითაც კი რთულია მოხვედრა. შემდეგ მოახერხა სახურავზე ასვლა, (კამერით რაც მთავარია) და ოდნავ მიგვიანებით, მოპოვებული ფოტო მასალა გაჩნდა Unofficial: Rustavi 5 -ის გევრდზე.
განა ეს, იმ სისხლიმსმელებს არ გაუკეთებიათ, ან განა ამას, ჩვენ, სისხლისმსმელების “გამპრავებლები” არ ვიმსახურებთ, მეტის ღირსებიც ვართ. უბრალოდ რომ იცოდეთ, დღევანდელი უზენაესი სასამართლო და სუსი ერთად გვიტევენ.
სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. გააგრძელეთ დაკიდება იმის, რაც ქვეყანაში ხდება – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “facebook”-ის პირად გვერდზე.
თემურ დუნდუა: საოცარია თქვენი უტიფრობა, განა თქვენც არ გვიტევდით სოდთან, კუდთან, მთავრობასთან და პრეზიდენტთან ერთად? რა ნამუსით ეძახით ხალხს ქუჩაში? იმ ხალხს, რომლებსაც გუშინ და გუშინწინ ქუჩაში ხვრეტდით, შავი ზღვის აკვატორიაში ცოცხლად მარხავდით, ციხეებში აუპატიურებდით, აშიმშილებდით და ატერორებდით, ეს გამოსვლები ერთგვარი ტესტია და ყველა დაინახავს იმ გადაგვარებულ ადამიანებს, რომელაგანაც ზოგიერთებმა გავლენები დაკარგა, ზოგიერთებმა მუქთა შემოსავლები, ზოგიერთებს ცოტა გადაუხადეს და ზოგიერთებს საერთოდ არ გადაუხადეს, მხოლოდ ამ უნიათო მთავრობის ბრალია, რომ დღეს თქვენ ყველანი არ გასამართლებულხართ და ციხეებს არ ხეხავთ!
© fact2.ge