სესხი დღეს ოჯახების უმეტესობას აქვს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მათ შემოსავალსა და კაპიტალს. რიგითი მოქალაქეების მსგავსად, საკრედიტო მომსახურებით საჯარო სექტორში დასაქმებული მაღალანაზღაურებადი პირებიც სარგებლობენ, რომლებიც ხელისუფლებაში არიან.
1. ელენე ხოშტარია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის” ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 4 635 ლარია. მისი მიმდინარე სახელფასო ანგარიში 1 000 ლარს, ხოლო, მიმდინარე ანგარიში 100 ლარს შეადგენს. ხოშტარიას იპოთეკური სესხი 126 000$-ის ოდენობით “თი-ბი-სი” ბანკისგან აქვს აღებული.
2. სოზარ სუბარი – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. მისი მიმდინარე სახელმფასო ანგარიშხე 557 ლარია, ხოლო სესხი “ბანკი ქართუდან” აქვს აღებული140 000$-ის ოდენობით.
3. თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 505 ლარია. მის მიმდინარე ანგარიშზე 5 000 ლარია, ხოლო სესხი – 135 000$, რომელიც “საქართველოს ბანკისგან”აქვს აღებული.
4. ადა მარშანია – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა” და პარლამენტის წევრი. მისი ყოველთვიური ხელფასი 3 790 ლარია, ხოლო სესხი – 18 800$, რომელიც “თი-ბი-სი” ბანკისგან აქვს აღებული;
5. თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი. წულუკიანის მიმდინარე სახელფასო ანგარიში “საქართველოს ბანკში” 2799 ლარია, ხოლო მიმდინარე ანგარიში “კრედი ლიონეში” 1519 ევრო. სტრასბურგში ბინის შესაძენად აღებული აქვს სესხი – 248 500 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, აქვს 15 610 ლარისა და 10 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხები “საქართველოს ბანკში”.
6. ოთარ კახიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და პარლამენტის წევრი. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 790 ლარია, მიმდინარე სახელფასო ანგარიში “თი-ბი-სი” ბანკში 158,64 ლარი, ხოლო სამომხმარებლო სესხი 11 000$ და 140 000$-ის ოდენობით, ასევე “თი-ბი-სი” ბანკში.
7. გიორგი გახარია – ეკონომიკის მინისტრი. მისი მიმდინარე ანგარიში “რაფფაიზენ ბანკში” 102 900 აშშ დოლარია, ხოლო “საქართველოს ბანკში” 600 ლარი. მისი საკრედიტო ხელშეკრულება ავტოგანვადებისთვის -11 370$-ია, ხოლო სადაზღვეო სესხის ხელშეკრულება “ბანკ რესპუბლიკაში” 2 102,41$-ს უტოლდება.
8. ტარიელ ხეჩიკაშვილი
– საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. მისი მიმდინარე ანგარიში “საქართველოს ბანკში” 8689,52$, 3479,02$ და 2563 ლარია. ასევე, მიმდინარე ანგარიში “თი-ბი-სი” ბანკში 44602,28$-ია.
რაც შეეხება სესხებს, სასესხო ხელშეკრულებები: 800 000 ლარი – შპს “კრეს ავტო ჰაუსი,” 250 250 ლარი – შპს “იბერია ინვესტი,” 600 000 ლარი – შპს “ავტოსტილი,” 150 000 ლარი – შპს “სენა ავტო,” 450 000 ლარი – შპს “იბერმობილი.” იპოთეკური სესხი – 513 000 ლარი, “საქართველოს ბანკი.”
9. დავით ნარმანია – თბილისის მერი. სახელფასო ანგარიში “თი-ბი-სი ბანკში” 4308 და 361,88 ლარია, “რესპუბლიკა ბანკში” 1612,96 ლარი, “პროკრედიტ ბანკში” 39,04 ევრო. მიმდინარე ანგარიში “თი-ბი-სი” ბანკში კი 3,20 ევროა.
რაც შეეხება სესხს, ნარმანიას საკრედიტო ბარათი – 4 000 ლარის ოდენობით, “თი-ბი-სი” ბანკში აქვს გახსნილი.
10. ნიკა მელია – ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 790 ლარს შეადგენს. მიმდინარე ანგარიში “საქართველოს ბანკში” 800 ლარს, ხოლო სახელფასო ანგარიში “ლიბერთი ბანკში” 12000 ლარს შეადგენს.
ნიკა მელიას სესხები: იპოთეკური სესხი საცხოვრებელი ბინის შესაძენად 80 000$, “ლიბერთი ბანკი;” იპოთეკური, სარემონტო სესხი 20 000$, “ლიბერთი ბანკი.”
ambebi.ge