რა უთხრა პეტრიაშვილზე თავადსხმაში ბრალდებულის დედამ “ნიუპოსტს”

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის დედა თამარ მანჯგალაძე “ნიუპოსტთან” საუბრისას ამბობს, რომ თავადასხმის დეტალები მისთვის უცნობია.

“არც მოტივი ვიცი და არც არაფერი. ნუ მირეკავთ და ნუ უკეთებთ თქვენეულ ინტერპრეტაციას ჟურნალისტები ჩემ კომენტარებს. არ მინდა ამაზე საუბარი. არც ჩემ შვილთან მილაპარაკია, არაფერი არ ვიცი”- აღნიშნა მანჯგალაძემ.

კითხვაზე ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ ალექსი პეტრიაშვილს მისი შვილისთვის შეურაცხყოფა აქვს მიყენებული ქალბატონმა პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.

ლექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმალვის ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის საშიშროებით ახსნა.

პროკურატურა მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებულის ადვოკატი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს მექვაბიშვილის ბიძა ლევან გუნია და მისი მეგობარი გელა კალანდია, რომელთანაც მექვაბიშვილი იმალებოდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მექვაბიშვილი 2-ჯერ არის ნასამართლევი, ბოლოს ის 2011 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციამ ოგანიზებული დანაშაულებივი ჯგუფის წევრებთან ერთად სავალუტო-ჯიხურებისა და ლომბარდების ძარცვისთვის დააკავა.

Comments
Loading...