რაგბის მატჩის შესვენებაზე, „დინამო არენაზე“ ბიჭმა გოგონას ხელი სთხოვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის ნაკრების მატჩის შესვენების პროცესში ბიჭმა გოგონას ხელი საჯაროდ სთხოვა.

ხელის თხოვნის კადრებს სტადიონის ტაბლოზე დამონტაჟებული ეკრანიდან „დინამო არენაზე“ შეკრებილი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

რაც შეეხება თამაშს, „ბორჯღალოსნები“ რუსეთის ანკრებს ამარცხებენ.

საქართველო-რუსეთი ერთმანეთს აქამდე 20-ჯერ შეხვდნენ.

აქედან “ბორჯღალოსნების” ანგარიშზე 18 მოგება, ერთი წაგება და ერთი ფრეა. “ბორჯღალოსნები” “დათვებს” ბოლოს შარშანწინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ და თამაში 33:0 მოიგეს.

ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ის 4 ქულით ბოლოსწინა მეხუთე ადგილზეა.

Comments
Loading...