რამდენ პროცენტს აქვს საქართველოში იმის საშუალება , რომ ევროპაში უვიზოდ იმოგზაუროს ?
დიდი ბოდიშით , მაგრამ ამ უვიზო მიმოსვლაზე , რომ ამოხტით ტანსაცმლიდან , რამდენ პროცენტს აქვს საქართველოში იმის საშუალება , რომ ევროპაში უვიზოდ იმოგზაუროს ? ვისაც ეს შესაძლებლობა გააჩნია დამერწმუნეთ დღესაც ძალიან მარტივად ახერხებს ნებისმიერ ქვეყანაში წასვლას და ამ კატეგორიის ადამიანები მაქსიმუმ 5 პროცენტი არიან ჩვენს ქვეყანაში . რომელ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლაზე ლაპარაკობთ, ერი მშიერია ,ქართველი კაცი ნაგვის ურნაში ეძებს საჭმელს და სამასი ბავშვი მოკვდა შიმშილით ბოლო პერიოდში !!! ჯერ საწარმოები და სამუშაო ადგილები შექმენით, პრემიები დაიკელით და ხალხზე დაიწყეთ ფიქრი და ევროპა თავად შეიქმნება ქვეყანაში . წერს საკუთარ სოციალურ ქსელში პარტია”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ბესო დანელია.