რამდენად რელიგიურია თბილისის მოსახლეობა – რა შედეგები აჩვენა კვლევამ

თბილისის მოსახლეობის 86% თვლის რომ რელიგიურია – ასეთი შედეგი აჩვენა კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ვინც თვლის რომ რელიგიურია, მხოლოდ 5% არ დადის ეკლესიაში. თუმცა, ეკლესიაში სიარული არც თუ ისე ხშირი ქცევაა – უმრავლესობა (63%) ეკლესიაში თვეში ერთხელ, ან უფრო იშვიათად დადის. ამასთან, ყოველდღე ეკლესიაში გამოკითხულთა 1% დადის.

აღსანიშნავია, რომ რელიგიური თბილისელების 58%-ს არასდროს არ დაუცავს მარხვა. 16% კი ხშირად იცავს მას.

“ეისითიმ” გამოკითხვა ჩაატარა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 იანვარში.

წყარო: act-global.com

Comments
Loading...