რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ელისო კილაძის შვილი
გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის უფროსი ვაჟიშვილი დაკავებულია, – ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს. “ჩემი უფროსი შვილი საბურთალზე დაკავებულია-ამ წუთას შემატყობინა უცნობმა პირმა. ვეძებ ადვოკატთან ერთად! შსს ვითხოვ ინფორმაციას -სადაა გადაყვანილი და ვინ დააკავა!”, – წერს ელისო კილაძე