რამოხდა რუმინეთი-საქართველოს სარაგბო მატჩის შემდეგ?

რუმინეთის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს ბუქარესტში 8:7 აჯობა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც 6-წლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ერთა თასი) მოიგი და ბორჯღალოსნებთან საზიარო “ანთიმოზ ივერიალის თასი” შემართა.მატჩის შემდეგ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. რადგან ორივე გუნდს თანაბარი სატურნირო ქულები დაუგროვდათ (19-19), ხოლო გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი ჩვენ უკეთესი გვქონდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი ჩვენ გადმოგვცეს.

დებულების თანახმად, თანაბარი ქულების პირობებში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ გამარჯვებას ენიჭება, ორგანიზატორებმა ხარვეზი მალევე გაასწორეს და მართალია მოგვიანებით, მაგრამ ჩემპიონად რუმინეთი დამსახურებულად გამოცხადდა.

წყარო: rugby.ge

Comments
Loading...