რაო რას ამბობენ პარტმუშაკები და დეზინფო სააგენტოები? ვაშაძე სადაა ? – ცაგურია

პირველი ტესტის წარმატებით გავლის დამადასტურებელ ფოტოს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“რამხელა ადგილიცაა დარჩენილი მატარებლის კორპუსიდან გვირაბის კედლამდე იმხელა ყოფნით ? რაო რას ამბობენ პარტმუშაკები და დეზინფო სააგენტოები? ვაშაძე სადაა ? ბოდიშის მოხდას არ აპირებს ამ მოკლე ფეხება ტყუილის გამო ?”, – წერს ცაგურია.

რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციური პარტიის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 40 მილიონ ევროდ შეძენილი მატარებელი საქართველოს რკინიგზაზე არსებულ გვირაბში არ გაეტეოდა .
წყარო : პრაიმტაიმნიუსი

Comments
Loading...