რას ნიშნავს უკონტაქტო პატრულირება…შსს-ს განმარტებები ახალ სისტემაზე

უკონტაქტო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება. აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა პრევენციას.

უკონტაქტო პატრულირება ფუნქციონირებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. GPS ვიდეორეგისტრატორებისა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება
დარღვევის, დროისა და ადგილის ზუსტი აღრიცხვა, რომლის საფუძველზეც პირს სამართალდარღვევისთვის ეგზავნება ადმინისტრაციული ჯარიმა.

GPS ვიდეორეგისტრატორებით სამოქალაქო ტიპის ავტომანქანები იქნება აღჭურვილი. მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება სამართალდარღვევა გადაამოწმოს ან გაასაჩივროს. უკონტაქტო პატრულირება იცავს მოძრაობის მონაწილეებს, მათ შორის ქვეითებს, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.

უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს

იხილეთ ვიდეოკომენტარი

Comments
Loading...