რაჭა-ლეჩხუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიამ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობა დააზარალა, სადაც ძლიერმა ქარმა და წვიმამ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სასოფლო გზები.

როგორც „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი იკარმენ მარგველაძე აცხადებს, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ელექტროენერგიის მიწოდებაც ნაწილობრივ აღდგა.

„აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. გაწმენდილია ამბროლაური-ცაგერის დამაკავშირებელი გზის საირმის მონაკვეთი მოტეხილი ხეებისგან. ასევე, გაწმენდილია სოფლისკენ მისასვლელი გზები. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება და დღეს დილის მდგომარეობით, დარჩენილია მხოლოდ 100 აბონენტი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დედასაირმეში და ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 50 აბონენტამდე. ამის გარდა, პარალელურად მიმდინარეობს კომისიების მუშაობა, რომლებიც ზარალს ითვლიან“, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორმა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თელავშიც მიმდინარეობს.

Comments
Loading...