რატომ აჩუქა სტალინმა რუზველტს ფილმ „ვოლგა, ვოლგას“ ასლი?
1942 წელს სტალინმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კრემლში მიიწვია მხატვრულ ფილმ „ვოლგა, ვოლგას“ საყურებლად. ელჩს ფილმი მოეწონა. დამშვიდობების წინ სტალინმა მას ამერიკის პრეზიდენტისთვის გადასაცემად, ფილმის ასლი გაატანა. „ვოლგა, ვოლგას“ ნახვის შემდეგ რუზველტს ახალი თავსატეხი გაუჩნდა – ვერაფრით მიხვდა, რატომ გაუგზავნა სტალინმა სწორედ ეს ფილმი.
„ამერიკამ რუსეთს თბომავალი აჩუქა. / წინ ორთქლი აქვს, უკან ბორბალი და საშინლად, საშინლად ნელი სვლა“.
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ რუზველტმა შესძახა:
„ახლა ყველაფერი გასაგებია. სტალინი გვსაყვედურობს, რომ ძალიან ნელა ვმოქმედებთ და ამ დრომდე მეორე ფრონტი არ გაგვიხსნია“.
ფოტოზე: უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი იალტაში. ამ კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რა ზონების ოკუპაციას მოახდენდნენ დამარცხებულ გერმანიაში. 1945 წლის თებერვალი.