რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ბამბის ჩხირები ყურის გამოსასუფთავებლად
ამერიკის ოტოლარინგოლოგთა აკადემიის უფროსისა და ცნობილი ამერიკელი კისრის ქირურგის საერთო სტატიაში ვკითხულობთ, რომ ყურის გამოწმენდა ბამბის ჩხირით, თმის სამაგრით ან სახლის გასაღებით შეიძლება გახდეს ყურის ბარაბნის დაზიანების მიზეზი. რაც, თავის მხრიც, სმენის დაქვეითებას და ყურის სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
მაშინ როგორ მოვიქცეთ?
უბრალოდ თავი უნდა დავანებოთ ყურის გოგირდს. იმის მიუხედავად, რომ ყურში არსებულ გოგირდს უსუფთაობის ნიშნად მივიჩნევთ, მას დამცავი ფუნქციაც გააჩნია. იგი იცავს ყურს სხვადასხვა ინფექციების შეღწევისგან.
საუბრისა და საღეჭი რეზის მოხმარების დროს, ყურის გოგირდი გამოიდევნება გარეთ, რომელიც დაბანვის შემდეგ სცილდება.
ბამბის ჩხირის გამოყენების დროს, ნაცვლად გოგირდის ყურიდან გამოდევნისა, ხდება მისი ყურის სიღრმეში გადატანა, რაც არაერთხელ გამხდარა სმენის დაქვეითების მიზეზი. ნათქვამია სტატიაში.
GENIUS.GE