რატომ ყიდულობენ საქართველოში წამლებს განვადებით?

ქვეყნის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტების რეალიზაციის ზრდას განვადების აქციით ცდილობს. „ჯიპისი–“ში, რომელმაც ეს აქცია წამოიწყო, ღიად აცხადებენ, რომ პროექტი მარკეტინგული ხასიათისაა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განცხადებით, კვლევა ჩაატარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ მედიკამენტების განვადებაზე მოთხოვნა არსებობს და სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში მსგავსი პროექტის ამოქმედება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი კი იმის ნაცვლად, რომ კვლევის შედეგებით დაინტერესეულიყო, კერძო კომპანიის ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წამლების განვადებამ შესაძლოა მოსახლეობას ფინანსური სირთულეები შეუქმნას.

Comments
Loading...