„რესპუბლიკელებმა“ „ქართული ოცნება“ რომ დატოვონ, უმრავლესობა მაინც არ დაიშლება

იმ შემთხვევაში, თუკი, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დატოვებს, უმრავლესობა არ დაიშლება.

ფრაქცია „რესპუბლიკლებში“ ათი დეპუტატია გაერთიანებული, უმრავლესობის რიგებში კი, 89 დეპუტატი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუკი „რესპუბლიკელები“ მმართველ გუნდს დატოვებენ, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას მაინც შეინარჩუნებს.

იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა ჰყავდეს, მას საკუთარ რიგებში 76 დეპუტატი სჭირდება, „რესპუბლიკელების“ გამოკლებით კი, 79 წევრი ეყოლება.

„რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში ინდივიდუალურ მონაწილეობას გეგმავს, მაგრამ ის კოალიციაში რჩება.

Comments
Loading...